საიამ სტრასბურგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების საჩივრებზე რუსეთის წინააღმდეგ წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ სტრასბურგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძის საჩივრებზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წერილობითი პოზიცია წარადგინა, - ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წერილობით პოზიციაში საია მიუთითებს, რომ „სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებით მატერიალური და მორალური ზიანი მიადგათ მომჩივან პირებს, რომლებიც არიან ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და იმ ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებსაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოუსპეს სიცოცხლე შეიარაღებული საერთაშორისო კონფლიქტისას. როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ქმედებები განხორციელდა დისკრიმინაციული საფუძვლით, რაც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ დატყვევებული სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ ეთნიკურად ქართველები/საქართველოს მოქალაქეები.

„მოთხოვნილია როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. საიამ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის თხოვნითაც მიმართა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში