ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთი გრენლანდიაში ნატო-ს წვრთნების ჩატარებას ითხოვს

საფრანგეთი გრენლანდიაში ნატო-ს წვრთნების ჩატარებას ითხოვს, - ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საფრანგეთი გრენლანდიაში ნატოს წვრთნების ჩატარებას ითხოვს და მონაწილეობისთვის მზადაა“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფო, გრენლანდიაში სადაზვერვო მისიის ფარგლებში სამხედროები გაგზავნეს.

ამასთან, დავოსში გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიასთან დაკავშირებით შეიმუშავებს გეგმას, რომლითაც ნატო კმაყოფილი იქნება.

კითხვაზე, თუ რაზეა წამსვლელი გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად, ტრამპმა უპასუხა: „ამის შესახებ გაიგებთ“.

„ვფიქრობ, რაღაც მოხდება, რაც ყველასთვის ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი