Reuters - აშშ-ში ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა

აშშ-ის ქალაქებსა და საუნივერსიტეტო კამპუსებში ათასობით ადამიანმა, მათ შორის სტუდენტებმა, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად მსვლელობები გამართა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მომიტინგეები შეიკრიბნენ ვაშინგტონსა და უფრო პატარა ქალაქებში, მათ შორის ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქი ეშვილში, სადაც დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა გამართეს და სკანდირებდნენ: „არა იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურს!“, „არა კუ კლუქს კლანს!“, „არა ფაშისტურ აშშ-ს!“.

საპროტესტო აქცია გამართეს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც, რომლებიც სკანდირებდნენ „არა სიძულვილს!“, „არა შიშს!“. ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში საპროტესტო აქციას „შეაჩერე იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახური“ სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

აქციები ორგანიზებული იყო მემარცხენე ჯგუფების, Indivisible-ისა და 50501-ის, ასევე პროფკავშირებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მიგრანტების დაკავების ბანაკებს, როგორიცაა ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში მდებარე ბანაკი, სადაც ფედერალური ხელისუფლების ცნობით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში სამი დაკავებული გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მას ამომრჩევლებისგან მიღებული მანდატი აქვს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მილიონობით მიგრანტის დეპორტაცია განახორციელოს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი