ტატა ხვედელიანი მაღაროელების განაჩენზე - ეს არის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან სამაგალითო დასჯა ღირსეული შრომის პირობების მოთხოვნისთვის და უკიდურესად საშიშ პრეცედენტს ქმნის ქვეყანაში

„ოცნება“ უკვე წლებია ქვეყანას წარსულში აბრუნებს - პირველად ვხედავთ, რომ მშრომელთა დაპატიმრება ხდება პროტესტის გამო, რომლის მიზანია ღირსეული სამუშაო პირობების მიღება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ 4 ჭიათურელი მაღაროელი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტატა ხვედელიანის თქმით, ეს საშიშ პრეცედენტს ქმნის - დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვისა და დემოკრატიის უკუსვლის მიმართულებით.

„ოცნება” უკვე წლებია ქვეყანას წარსულში აბრუნებს, მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკიდურესად საშიში პრეცედენტია: პირველად ვხედავთ, რომ მშრომელთა დაპატიმრება ხდება პროტესტის გამო, რომლის მიზანია ღირსეული სამუშაო პირობების მიღება.

20 იანვარს სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის მონაწილეები დამნაშავედ ცნო: მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე; არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე.

ეს ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან სამაგალითო დასჯაა ღირსეული შრომის პირობების მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის დაცვისთვის.

ეს ქმნის უკიდურესად საშიშ პრეცედენტს ქვეყანაში: დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვისა და დემოკრატიის უკუსვლის მიმართულებით.

მშრომელთა პროტესტი არ არის დანაშაული. ღირსეული შრომა და უსაფრთხო სამუშაო გარემო არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. სახელმწიფოს ვალდებულება კი არის უზრუნველყოს შრომითი უსაფრთხოება, სამართლიანი პირობები დასაქმებულებისთვის და არა რეპრესიები”,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4 ჭიათურელ მაღაროელი დამნაშავედ ცნო, ორს - მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე, ხოლო არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა.

პროკურატურა მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას ედავებოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში