დიმიტრი მედვედევი - დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეერთებით სურს, რომ ისტორიაში სამუდამოდ დარჩეს და რუსეთის პრეზიდენტის მსგავსი გახდეს

დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეერთებით მსოფლიო ისტორიაში სამუდამოდ დარჩენა სურს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„მას სურს, რომ კუნძული მსოფლიო რუკებზე ამერიკის დროშის ფერებში გამოსახოს და დამფუძნებელი მამების გვერდით დადგეს. სურს, რომ ისტორიაში სამუდამოდ დარჩეს და რუსეთის პრეზიდენტის მსგავსი გახდეს“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, „გრენლანდიის სიტუაცია რუსეთის სიტუაციისგან განსხვავდება, რადგან გრენლანდია აშშ-სთან პირდაპირ დაკავშირებული არასდროს ყოფილა“.

„რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და რეფერენდუმების შედეგად, საუკუნეების განმავლობაში მის შემადგენლობაში შემავალი მიწები და მოსახლეობა დაიბრუნა. გრენლანდია სრულიად განსხვავებულ რამეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა მისი ყიდვა რამდენჯერმე სცადა“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამის“ არხზე.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი