აჭარის მთავრობა - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს. როგორც აჭარის ა/რ მთავრობაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი, ხოლო შემდეგ შიდა სასოფლო გზების გაწმენდა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაღალი ზონის სოფლებში, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი გადაადგილება.

„მთელი ღამის განმავლობაში თოვდა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სანტიმეტრია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა დილიდან განაახლა.

პირველ ეტაპზე გაიწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ხოლო შემდეგ შიდა სასოფლო გზები.

მაღალი ზონის სოფლებში დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი