ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ რუმინეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ესტუმრა რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ელჩმა როტუნდუმ ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს ქართველ ადვოკატთა მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ელჩმა ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიის როლს ქვეყანაში სანდო და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში და აღნიშნა, რომ ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან, წარსულში, როგორც მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება, საქართველოსა და რუმინეთის საადვოკატო პროფესიებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ირაკლი ყანდაშვილმა რუმინეთის ელჩს სტუმრობისა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის საადვოკატო პროფესიების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ორმხრივი ჩართულობის მზადყოფნა დაადასტურეს და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში