სტივენ დაუთი - საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა - მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის

საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სტივენ დაუთიმ პარლამენტის „კონსერვატორ“ წევრ მარკ პრიტჩარის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბოლო დროს საქართველოში არსებულ პოლიტიკური სიტუაციას ეხება.

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი დემოკრატიული უკუსვლის, ოპოზიციონერთა დაპატიმრებებისა და მოკავშირე ელჩებზე თავდასხმებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მინისტრის წერილობით პასუხში.

სტივენ დაუთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე“.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი