საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასა და დაკავებასთან დაკავშირებით, უწყებაში ინფორმაცია არ შესულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.

„2026 წლის 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.

ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებას“ მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 იანვარს კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იყო.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი