ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „ახლა მნიშვნელოვანია, ისე როგორც არასდროს“, რომ ევროპამ კონცენტრირება უკრაინაზე მოახდინოს, მაშინ, როდესაც ევროკავშირი აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მუშაობს.

„ევროპა დიალოგსა და გამოსავლის მოძებნას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ერთად და სასწრაფოდ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, „სულ უფრო მეტად უკანონობით მოცულ მსოფლიოში ევროპას საკუთარი ძალაუფლების ბერკეტები სჭირდება“.

„ჩვენ ისინი ვიცით: ძლიერი ეკონომიკა, წარმატებული ერთიანი ბაზარი და სამრეწველო ბაზა, ძლიერი ინოვაციური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ერთიანი საზოგადოება და პირველ რიგში, საკუთარი თავის დაცვის ნამდვილი შესაძლებლობა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში