აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა გახდეს

აშშ თავის მოკავშირეებს სთხოვს გაიგონ, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა.

ბესენტთამ დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა პირველი მსოფლიო ომის დროს დანიისგან აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები იყიდა.

„ყველას შევახსენებ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს დანია ნეიტრალური დარჩა. მათ გერმანელებს საკმაოდ ბევრი [მიწა] მიჰყიდეს“, - აღნიშნა ბესენტმა.

სავაჭრო გარიგებების საკითხთან დაკავშირებით, ბესენტმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა დაანგრიოს სავაჭრო ბარიერები როგორც ევროპის ფარგლებში, ასევე საგარეო ვაჭრობაში.

„ევროპა არის რეგულაციური ჭაობი, რომელიც აგებულია ბიუროკრატიასა და ეკონომიკური აქტივობის შემზღუდავ წესებზე“, - აღნიშნა ბესენტმა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრს დაუსვეს შეკითხვა გრენლანდიაში ნატო-ს წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებაზე, რაზეც ბესენტმა უპასუხა:

„თუ ყველაფერი, რისი გაკეთებაც პრეზიდენტ მაკრონს სურს ეს არის, როდესაც საფრანგეთის ბიუჯეტი ქაოსშია, ვურჩევდი, რომ მან ფრანგი ხალხისთვის სხვა საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება“, - აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში