ანტონიო კოშტა -  ევროკავშირი ნებისმიერი სახის იძულებისგან თავს დაიცავს - საერთაშორისო წესები არჩევანის საკითხს არ წარმოადგენს, ალიანსების გარიგებებამდე დაყვანა არ შეიძლება

ევროკავშირი ნებისმიერი სახის იძულებისგან თავს დაიცავს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანტონიო კოშტას განცხადებით, „ევროკავშირი მზადაა, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და საერთაშორისო სამართალი დაიცვას“.

„მზად ვართ საკუთარი თავი, წევრი სახელმწიფოები, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი კომპანიები ნებისმიერი ფორმის იძულებისგან დავიცვათ. ევროკავშირს ამის გაკეთების ძალა და ინსტრუმენტები გააჩნია“, - განაცხადა კოშტამ.

მისი თქმით, ევროკავშირი „ვერ შეეგუება იმას, რომ ძლიერის უფლებებმა სუსტის უფლებებზე გაიმარჯვოს“.

„საერთაშორისო წესები არჩევანის საკითხს არ წარმოადგენს. ალიანსების გარიგებებამდე დაყვანა არ შეიძლება“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი