სახალხო დამცველი ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებაში განთავსებულ უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს შეხვდა. ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა პატიმრებს სპეციალური ანგარიში გააცნო, სადაც უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების კანონმდებლობა და პრაქტიკა არის გაანალიზებული.

„ისაუბრეს ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და კანონმდებლობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს პატიმრების, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი