მარკ რუტე - გრენლანდიასთან დაკავშირებით კულისებს მიღმა ვმუშაობ

გრენლანდიასთან დაკავშირებით კულისებს მიღმა ვმუშაობ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დავოსში განაცხადა.

„შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ საკითხზე კულისებს მიღმა ვმუშაობ, თუმცა ამაზე საუბარი საჯაროდ არ შემიძლია. ასე, რომ ბოდიში, მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართალია და ნატო-მ გრენლანდიის დაცვის მიზნით მეტი უნდა გააკეთოს.

ასევე, რუტემ აღნიშნა, რომ გრენლანდიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„უკრაინას ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი