გია ვოლსკი - ევროპა ჩამორჩა იმ ტენდენციებს, რომელსაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ავითარებს - ტენდენციას, რომელიც აწყობს მსოფლიოს ანუ ვითარების დასტაბილურება

პრაქტიკულად, ევროპა ჩამორჩა იმ ტენდენციებს, რომელსაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ავითარებს - ტენდენციას, რომელიც აწყობს მსოფლიოს ანუ ვითარების დასტაბილურება და მოლაპარაკების პროცესის უპირატესობა დაპირისპირებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის დაპირისპირება აშკარაა და ეს განპირობებულია საკმაოდ სერიოზული მიზეზებით, მათ შორის, ეს უკავშირდება უკრაინის ომს და შუაგულ ევროპაში არსებულ ვითარებას.

„პრაქტიკულად, ევროპა ჩამორჩა იმ ტენდენციებს, რომელსაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ავითარებს. ტენდენციას, რომელიც აწყობს მსოფლიოს, ანუ ვითარების დასტაბილურება და მოლაპარაკების პროცესის უპირატესობა ამ დაპირისპირებაზე. დაპირისპირებები არ წყდება - სირიაში საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს, ირანში ჯერ არანაირ სტაბილურობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. საკმაოდ სერიოზული პროცესები მიმდინარეობს ლათინური ამერიკის, თუნდაც გრენლანდიის, კანადის მიმართულებით და ამ ყველაფერს ბრიუსელი ჩამორჩა. ახლა გადაწყვიტა, თავადაც გადაერთოს პროცესებზე, რომელიც მშვიდობის ნიშნებს შეიცავს. თუნდაც ის, რომ გერმანიის „მერსედესი“ დაუბრუნდა რუსულ ბაზარს და ეკონომიკურ სივრცეს. გერმანიასა და საფრანგეთს შორისაც საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება არსებობს გარკვეულ პროცესებში. ახლა ქვეყნები ცდილობენ, არ ჩამორჩნენ ამ პროცესს, რადგან ეკონომიკური სტაგნაცია სერიოზულ გავლენას ახდენს ზოგადად, ევროპაში არსებულ ვითარებაზე და ეს სტაგნაცია, შეიძლება, გაცილებით უფრო მძიმე გახდეს თუ არა საერთო ფორმულის მოძებნა - როგორ იმოძრაონ მომავალში. აშშ-სა და ევროკავშირს შორის დაპირისპირება აშკარაა და ეს განპირობებულია საკმაოდ სერიოზული მიზეზებით, მათ შორის, ეს უკავშირდება უკრაინის ომს და შუაგულ ევროპაში არსებულ ვითარებას. აშშ-მ ამ საკითხის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეცვალა და ევროპა ჩამორჩა იმ ხედვებს და პოლიტიკას, რომელიც მათ შორის, ჩვენც გვაწყობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში