ვასილ ხორავა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ - მივესალმებით ფასების დაწევას - ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც დასჭირდებათ

რა თქმა უნდა, მივესალმებით ფასების დაწევას - ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც დასჭირდებათ, - ამის შესახებ „სმარტისა“ და „ვისოლის“ დირექტორმა, ვასილ ხორავამ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრა საცალო ქსელთან გაიმართა და საწვავის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას რაც დასჭირდებათ, მათ შორის, საწვავთან დაკავშირებითაც.

რა თქმა უნდა, მივესალმებით ფასების დაწევას. ხდება ინფორმაციის გაცვლა, რომ მოხდეს ფასების სწორად წარედგინება მომხმარებლის წინაშე. მეტი არაფერი," - განაცხადა ხორავამ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი