გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 იანვარს, 11:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი. 13:00-დან 13:15 საათამდე - სოფლებში ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა, მჭადიჯვარი.

11:30-დან 14:30 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი, ხადოელები, საყდრიონი, ბოჭორმა.

13:00-დან 13:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება ახალგორის რაიონის სოფლებში ახმაჯი, ნაგომევი, ხარბალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი