ანონსი  22 იანვარი

22 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ბერიძის, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

22 იანვარს, 11:00 საათზე, ქალთა მოძრაობა და ქალი პოლიტიკოსები, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის გულშემატკივრებთან ერთად ბრიფინგს გამართავენ.

თემა: 27 იანვარს პენიტენციურ დეპარტამენტთან დაანონსებული საპროტესტო აქცია.

მის: ზ. ანჯაფარიძის ქ. 18

საკონტაქტო: თეონა ჭალიძე - 591 051 601

22 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

22 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს