მარკ რუტე - დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე გრენლანდიის დანიასთან დარჩენის საკითხი არ განგვიხილავს

ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, გრენლანდიის დანიასთან დარჩენის საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს არ განუხილავთ.

Fox News-თან ინტერვიუში, რუტეს დაუსვეს შეკითხვა, დარჩება თუ არა გრენლანდია დანიის სამეფოს დაქვემდებარებაში იმ ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც ტრამპმა ახსენა.

„ეს საკითხი პრეზიდენტთან საუბრებში აღარ განხილულა. ის (ტრამპი) ორიენტირებულია იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უზარმაზარი არქტიკული რეგიონი - სადაც ამჟამად ცვლილებები ხდება, სადაც ჩინელები და რუსები სულ უფრო და უფრო აქტიურები არიან - როგორ შეგვიძლია მისი დაცვა“, - აღნიშნა რუტემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან „ძალიან პროდუქტიული შეხვედრის“ საფუძველზე, მათ „შექმნეს გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო“. „ეს შეთანხმება, თუ ბოლომდე იქნება მიყვანილი, დიადი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ყველა ქვეყნისთვის. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, არ დავაწესებ ტარიფებს, რომლებიც 1-ელ თებერვალს უნდა შესულიყო ძალაში“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის