დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ძალის გამოყენებით გამორიცხა და სავაჭრო ომი შეაჩერა

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ძალის გამოყენებით გამორიცხა და სავაჭრო ომი შეაჩერა, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, გუშინდელი დღე „იმაზე უკეთეს ნოტაზე დასრულდა, ვიდრე დაიწყო“.

„ახლა, მოდით, დავსხდეთ და განვიხილოთ, თუ როგორ მოვაგვაროთ არქტიკაში უსაფრთხოების საკითხების შესახებ აშშ-ის შეშფოთება, დანიის წითელი ხაზების პატივისცემით“, - აღნიშნა რასმუსენმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების მიღწევა „დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემით“ მოხდეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის