GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31 185 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ადა“ 31 185 ლარით დაჯარიმდა.

მათივე ინფორმაციით, განსახილველ შემთხვევაში, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე სააგენტოს ოთხმა მომხმარებელმა მიმართა - სადავო ნივთებს სხვადასხვა სახის ტექნიკა და ავეჯი წარმოადგენდა.

„საქმის მოკვლევის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრემ ვერ შეასრულა ნივთის ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ასევე ვერ უზრუნველყო მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებში მოყვანა. ამასთან, მოვაჭრემ უგულებელყო მომხმარებლის უფლება - დისტანციური ვაჭრობისას, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14-დღიან ვადაში ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.

მომხმარებლების განცხადებით, მოვაჭრეს არ განუხორციელებია არანაირი ქმედება მათი დარღვეული უფლების აღსადგენად.

შპს „ადას“ წინააღმდეგ საქმის შესწავლა თავდაპირველად პირობითი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოვაჭრეს დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკის შეცვლა და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, GCCA-მა მის მიმართ, კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქმის შესწავლა ხელახლა დაიწყო. შპს „ადამ“ არც განახლებული წარმოების ფარგლებში უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, რის შედეგადაც კომპანია 31 185 ლარით დაჯარიმდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის