მარტა კოსი ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე - ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოების მიზნით მუშაობის გაძლიერებაზე შევთანხმდით

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მარტა კოსის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

„ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოების მიზნით მუშაობის გაძლიერებაზე შევთანხმდით“, - წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ზე.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა