ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი - ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარლამენტს მალე წარედგინება

ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარლამენტს მალე წარედგინება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა.

გაგლოევის განცხადებით, ე.წ. მთავრობის დათხოვნის საკითხი ე.წ. ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, კონსტანტინე ჯუსოევთან ჯერ კიდევ ახალ წლამდე განიხილებოდა.

„ეს სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს. მსურს, მას მადლობა გადავუხადო, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. საკადრო ცვლილებები იქნება“, - განაცხადა გაგლოევმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. მთავრობა გუშინ დაითხოვა. გაგლოევმა „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. ვიცე-პრემიერი ძამბოლატ თედეევი დანიშნა.

გამოცემა „ეხო კავკაზა“ ადგილობრივ „ოპოზიციურ“ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, ჯუსოევის გადაყენება რუსეთიდან დაფინანსების არამიზნობრივად გამოყენებასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების ირგვლივ გაჩენილ კითხვებს უკავშირდება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა