ირაკლი ქადაგიშვილი - თქვენ ამბობთ, რადგან სომხეთ - აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და ერთმანეთში ვაჭრობა, მიმოსვლა და ტრანზიტი ექნებათ საქართველომ დაკარგა ფუნქცია?! - არაფერ ფუნქციას არ კარგავს საქართველო!

თქვენ ამბობთ, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და ერთმანეთში ვაჭრობა, მიმოსვლა და ტრანზიტი ექნებათ საქართველომ დაკარგა ფუნქცია?! - არაფერ ფუნქციას არ კარგავს საქართველო! - ეს იდეოლოგია უნდა ჩააბაროთ წარსულს! - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა საშუალებას მისცემს, რომ სამხრეთ კავკასია ძლიერი განვითარების რეგიონი გახდეს.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 35 - წლიანი ომი დამთავრდა. მშვიდობამ, რა თქმა უნდა, გახსნა ვაჭრობის, ლოჯისტიკის, მიმოსვლის საშუალებები.

ის, რომ საქართველო იყო და რჩება პარტნიორი ამ ლოჯისტიკურ ჯაჭვში, არა მარტო აზერბაიჯანთან და სომხეთთან დაკავშირებით, არამედ მთელ დერეფნის მიმართულებით, ამ პიროვნებამ თავის გამოსვლაში აღნიშნა. მათ შორის, ის კონტრიბუციაც აღნიშნა, რასაც აზერბაიჯანი და მათ შორის, თურქეთიც ახორციელებს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამოიჭრა კონტექსტიდან ყველაფერი და თქვეს, რომ ახლა საქართველო განადგურდა, ჩამოიქცევა, აქ აღარაფერი მოხდება. ეს ადამიანები, ვინც ამ კომენტარებს აკეთებენ და მერე ამის პროპაგანდირებას ეწევიან ის მედიასაშუალებები, წლების განმავლობაში საქართველოს დაქცევას წინასწარმეტყველებენ, მაგრამ ვხედავთ რომ თუ რომელიმე ეკონომიკა არის მზარდი მსოფლიოში, ეს არის ჩვენი ეკონომიკა. სჭირდებათ გარკვეული შხამის ნაწილი ხოლმე ყოველდღიურად, რომ ეს გესლი საქართველოს გარშემო არ დაილიოს და ესეც არის ამის ნაწილი...

არაფერ ფუნქციას არ კარგავს საქართველო. ის მშვიდობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დამყარდა, საშუალებას მისცემს, რომ სამხრეთ კავკასია გახდეს ერთი ძლიერი განვითარების რეგიონი. ეძებეთ პოზიტივი მშვიდობაში და ნუ ეძებთ პოზიტივს ომში. ანუ, თქვენ ამბობთ, რომ იმის გამო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ომი და არ არსებობდა არანაირი ეკონომიკური კავშირი, ეს განაპირობებდა საქართველოს ფუნქციას ტრანზიტის კუთხით?! რადგან მშვიდობა დამყარდა და ერთმანეთში ვაჭრობა, მიმოსვლა და ტრანზიტი ექნებათ საქართველომ დაკარგა ფუნქცია?! ეს იდეოლოგია უნდა ჩააბაროთ წარსულს. არ შეიძლება საქართველოს ასე ყველა ბრუნვაში აუგად და უარყოფით კონტექსტში ხედვა და პროპაგანდირება," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა, რომ სომხური მხარისგან მიიღეს მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა, არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე