დავით მათიკაშვილი - ვინც კი წაიკითხა ილჰამ ალიევის სიტყვები, ნახა, რომ საუბარია არა საქართველოს ჩანაცვლებაზე, არამედ დამატებით მარშრუტზე - ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით

ვინც კი წაიკითხა ილჰამ ალიევის სიტყვები, ნახა, რომ საუბარია არა საქართველოს ჩანაცვლებაზე, არამედ დამატებით მარშრუტზე - ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სატრანზიტო კუთხით საქართველოს როლი და ფუნქცია პრაქტიკულად, უალტერნატივოა.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, „საქართველოს როლი კი არ მცირდება, არამედ იზრდება, როგორც არ უნდა სწყინდეთ ეს ცალკეულ პირებს“.

„ვინც კი წაიკითხა და მოისმინა ილჰამ ალიევის სიტყვები ნახა, რომ იქ არა საქართველოს ჩანაცვლებაზე არამედ დამატებით მარშრუტზეა საუბარი, რომელსაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ილჰამ ალიევმა ისაუბრა იმაზე, რომ აზერბაიჯანი შესაბამის ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოსა და თურქეთში, რომ საქართველოზე გადის როგორც ენერგომატარებლები, ასევე, შესაბამისი სატრანზიტო გზები და საქართველოს როლი და ფუნქცია ამ კუთხით, პრაქტიკულად, არის უალტერნატივო. რაც შეეხება დამატებით მარშრუტებს - ბუნებრივია, ამას ჩვენი ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის დამყარების ფონზე, რომლის დადგენაშიც საქართველომ, თავის დროზე, საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. დამატებითი ალტერნატიული მარშრუტის გახსნას საქართველო მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება“, - განაცხადა მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა, რომ სომხური მხარისგან მიიღეს მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა, არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე