რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე კატარის ელჩს შეხვდა

22 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები, რელიგიის სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები.

სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ქართული ისლამის უნიკალურობაზე, საქართველოში ტრადიციულად არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანთა რელიგიური უფლებები, მათ არ აქვთ რელიგიური მსახურების მიღების, გადაადგილების, განათლების უფლება. მან ასევე, აღნიშნა რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის წაშლის ფაქტები.

„კატარის სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და მშვიდობას, პატივს ვცემთ მართლმადიდებელ რელიგიას“- აღნიშნა ელჩმა.

ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულამ კმაყოფილება გამოთქვა სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ გატარებული რელიგიური პოლიტიკის გამო. ელჩმა დაადასტურა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრული კავშირის განმტკიცების სურვილი. ზაზა ვაშაყმაძემ კატარის ელჩს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარს გადაეცა სააგენტოს გამოცემები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში