გიორგი ანთაძე - გრენლანდია ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს, იმედი მაქვს, საკითხი საბოლოო ჯამში მოლაპარაკებით დასრულდება

„ჯეოქეისის“ მკვლევრის, გიორგი ანთაძის განცხადებით, გრენლანდიას აშშ-ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

როგორც ანთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, გრენლანდიის გეოგრაფიული მდებარეობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს რეგიონში. ამასთან, გლობალური დათბობის შედეგად ყინულის სწრაფი დნობა ახალ საზღვაო მარშრუტებს ხსნის.

მკვლევარი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს ჩინეთის ინტერესებზე. მისი თქმით, 2016–2019 წლებში ჩინეთი აქტიურად ცდილობდა გრენლანდიაში შესვლას, როგორც წიაღისეულის მოპოვების, ასევე, აეროპორტების მშენებლობის მიმართულებით.

“გრენლანდია არ იყო ჰაერიდან მოტანილი საკითხი. გრენლანდია ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: გრენლანდია არის ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფაქტობრივად, კეტავს გასასვლელებს ჩრდილო ყინულოვან წყლებში, რომელიც გლობალური დათბობის გამო სწრაფი ტემპებით დნება, რამაც გახსნა საზღვაო ნაოსნობა, რომელიც არის ყველაზე მოკლე ჩრდილოეთიდან ევროპული ტვირთების მარშრუტებისთვის.

მეორე: 2016-2019 წლებში ჩინეთი აქტიურად ცდილობდა გრენლანდიაში შესვლას, როგორც წიაღისეულის თვალსაზრისით, ასევე მზად იყო ხელშეკრულება აეროპორტების მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინური ინფრასტრუქტურა შედიოდა გრენლანდიაში, ფაქტობრივად აშშ-ს უკანა ეზოში“,- აცხადებს ანთაძე.

უსაფრთხოების კუთხით, ანთაძე აღნიშნავს, რომ გრენლანდიის მდებარეობა მნიშვნელოვანია საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის. მისი თქმით, პოტენციური მოწინააღმდეგის მხრიდან, მათ შორის ბირთვული რაკეტების ტრაექტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ გრენლანდიის გავლით გადის, რის გამოც საჰაერო თავდაცვის ეფექტიანი უზრუნველყოფა ამ რეგიონიდან არის აუცილებელი.

ანთაძის განცხადებით, გრენლანდიას ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი აქვს - კუნძული მდიდარია ენერგეტიკული და მინერალური რესურსებით, მათ შორის ურანის ერთ-ერთი უდიდესი საბადოთი, ასევე ტიტანისა და სხვა სტრატეგიული ნედლეულით. მისი თქმით, გლობალური დათბობის პირობებში ამ რესურსების მოპოვება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც საჰაერო თავდაცვით გაძლიერებაზე მიდის საუბარი, გრენლანდიის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ამერიკის პოტენციური მოწინააღმდეგისგან გამოსროლილი, თუნდაც ბირთვული რაკეტების უმრავლესობა გადადის გრენლანდიაზე. საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა გრენლანდიიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი საბოლოო ჯამში მოლაპარაკებით დასრულდება. ნედლეულის წარმოების დიდი ნაწილი ჩინეთის ხელშია. გრენლანდია მდიდარია ენერგეტიკული თვალსაზრისითაც, ურანის ერთ-ერთი უდიდესი საბადოა, ასევე ტიტანის და ა.შ. გლობალური დათბობის გამო უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება რესურსების მოპოვება“,- განაცხადა ანთაძე.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო