ბერდია სიჭინავა - მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა - გახსნან პროცესი, დაუშვან გახარია დისტანციურად განხილვის პროცესში და შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სამართლიანი მართლმსაჯულების მარცვალზე

ყველაზე მძიმე კვალიფიკაციით ხდება გიორგი გახარიას ბრალდება მაშინ, როდესაც ახალაიას, მერაბიშვილის და ადეიშვილის მიმართ 7 ნოემბრის და 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი კვალიფიკაცია იყო ბევრად უფრო მსუბუქი, ეს არის გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, დღევანდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ გიორგი გახარიას მისცემოდა საშუალება, დისტანციურად ჩართულიყო სასამართლო პროცესზე, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„დღეს დავაყენეთ შუამდგომლობა გიორგი გახარიას დისტანციურად სასამართლო პროცესზე ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც არის ბრალდებულის ფუნდამენტური უფლება. პროკურატურის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს არის მოკლებული. დაცვის მხარეს სამართლიანი გადაწყვეტილების არავითარი მოლოდინი არ ჰქონდა.

განასაიდუმლოონ მტკიცებულებები, გახსნან პროცესი, დაუშვან გიორგი გახარია დისტანციურად სასამართლო განხილვის პროცესში და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სამართლიანი მართლმსაჯულების მარცვალზე გიორგი გახარიას მიმართ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე