ანტონიო კოშტა - დანიასა და გრენლანდიას ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვთ

დანიასა და გრენლანდიას ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვთ და თავიანთი მომავლის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ბრიუსელში გამართული ლიდერების რიგგარეშე სამიტის შემდეგ განაცხადა.

„ეს ასახავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპების მიმართ, რომელიც აუცილებელია ევროპისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა კოშტამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი და აშშ დიდი ხნის პარტნიორები და მოკავშირეები არიან.

„გვჯერა, რომ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობები მართული უნდა იყოს გულწრფელობით და პატივისცემით“, - აღნიშნა კოშტამ.

მისი თქმით, ევროპასა და შეერთებულ შტატებს არქტიკის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საერთო ინტერესები აქვთ.

ამასთან, კოშტამ ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება ტრამპის მხრიდან ტარიფებთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას, რადგან, მისი თქმით, ტარიფების დაწესება შეუთავსებელი იქნებოდა ევროკავშირი-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობებთან.

“განცხადება, რომ აშშ-ის მხრიდან ევროპისთვის ახალი ტარიფები არ იქნება, დადებითია. დამატებითი ტარიფების დაწესება შეუთავსებელი იქნებოდა ევროკავშირ-აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებასთან. ახლა ჩვენი ყურადღება ამ შეთანხმების განხორციელების პროგრესზე უნდა იყოს გამახვილებული. მიზანი კვლავ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების ეფექტური სტაბილიზაციაა”, - აღნიშნა კოშტამ.

ანტონიო კოშტას მტკიცებით, ევროკავშირი, საჭიროების შემთხვევაში, დაიცავს საკუთარ თავს, წევრ სახელმწიფოებს, მოქალაქეებს და კომპანიებს „ნებისმიერი ფორმის იძულებისგან“.

"ევროკავშირი გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას და დაიცავს საკუთარ თავს, თავის წევრ სახელმწიფოებს, თავის მოქალაქეებსა და კომპანიებს იძულების ნებისმიერი ფორმისგან. მას ამის გაკეთების ძალაუფლება და ინსტრუმენტები აქვს და ასე მოიქცევა, საჭიროების შემთხვევაში", - აღნიშნა კოშტამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი