გიორგი ვაშაძე - დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა - ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ!

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით ის, პრემიერის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის აღნიშნავს, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ. პარლამენტში როდესაც ვეუბნებოდით ფასები მაღალიაო, მართალი აღმოვჩნდით? კორუფციას მიაქვს ქვეყანაო, მართალი არ აღმოვჩნდით?! კრიმინალს მიაქვს ქვეყანაო, მართალი არ აღმოვჩნდით?! აღიარეს? ხომ აღიარეს რომ ყველაფერში მართლები აღმოვჩნდით. აქაც მართლები ვართ, ეს სიმართლე გაიმარჯვებს“,-აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,- აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე