70 ექიმი პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის საკითხზე პენიტენციურ სამსახურს მიმართავს

70 ექიმმა პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის საკითხზე პენიტენციურ სამსახურს მიმართა. განცხადება უწყებაში დღეს პოლიტიკოსმა და ექიმმა ანი ქავთარაძემ და ექიმმა გიორგი ახობაძემ ჩააბარეს.

ექიმების განცხადებით, ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ისინი სრულფასოვანი, სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას მოითხოვენ.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები არ სრულდება, წერილობითი პასუხი არ არსებობს, ხოლო მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. სწორედ ამიტომ ჩვენ, ექიმები, პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობით მოვითხოვთ რეჟიმის პატიმრებისთვის - ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის სრულფასოვანი, სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას. მათ შორის, აუცილებელი ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები. ყველა საჭირო ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია დამოუკიდებელი და ობიექტური სამედიცინო შეფასების უზრუნველსაყოფად. სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს შესაბამის კლინიკაში საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით. ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციები სრულად და უწყვეტად შესრულდეს, დაიწყოს შესაბამისი სამკურნალო პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს: აუცილებელი მედიკამენტოზური თუ სხვა სახის თერაპია; მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და ეფექტური სამედიცინო მონიტორინგი; ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენცია. ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. პაციენტის მდგომარეობის უგულებელყოფა ან არასათანადო სამედიცინო დახმარება ეწინააღმდეგება როგორც მედიცინის ეთიკის, ისე ჰუმანიზმის პრინციპებს. 21-ე საუკუნეში სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს მინიმალურ ჰუმანურ სტანდარტს, რომლის დარღვევა მიუღებელია ნებისმიერ გარემოებაში“, - აღნიშნულია ექიმების განცხადებაში, რომელსაც ხელს 70 ექიმი აწერს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა