ჯეი დი ვენსი - გვიყვარს ევროპა, იმდენად გვიყვარს, რომ  მოვითხოვთ, გააკეთონ ის, რაზეც მათივე ხელმძღვანელობა უარს ამბობს - იზრუნონ საკუთარ თავზე და იყვნენ უფრო ჭკვიანები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატები უკვე უზრუნველყოფს გრენლანდიის ირიბ დაცვას და მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო მისი რესურსები უნდა გაიზიაროს.

„გვსურს, გავიზიაროთ ამ მინერალებითა და რესურსებით მდიდარი ულამაზესი მიწის სიმდიდრე, რომელსაც ფუნდამენტურად ვიცავთ“, - განუცხადა ვენსმა Newsmax-ს.

მისი თქმით, რეგიონში უცხოურ აგრესიას აკავებს არა დანიის, არამედ ამერიკის სამხედრო ძალას.

„რა უშლის ხელს რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიაში შეჭრაში? ეს დანიის ძალაა? რაც არ უნდა მიყვარდეს დანია, უნდა ვთქვა, რომ არა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ძალაა“, - აღნიშნა ვენსმა.

მისი თქმით, არქტიკის კონტროლი აშშ-ის სარაკეტო თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

„რა მოხდება, თუ, ღმერთმა დაიფაროს, რომელიმე უცხო ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს? - შესაძლოა, მთელი ჩვენი სარაკეტო თავდაცვის სისტემის დესტაბილიზაცია მოხდეს, თუ არქტიკას არ გააკონტროლებთ. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები ნაკლებად უსაფრთხოდ არიან“, - აღნიშნა ვენსმა.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერების კრიტიკა პოლიტიკური პოზიციონირებაა და რომ მათი საჯარო დაპირისპირება პირად საუბრებს არ ასახავს.

„ისინი საჯაროდ ცალსახად აცხადებენ „არას“, მაგრამ ცალსახად აცხადებენ „არას“ პირად საუბრებში? აბსოლუტურად არა“, - აღნიშნა ვენსმა.

მისი მტკიცებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა რეალიზმზეა დაფუძნებული და არა ევროპის მიმართ მტრულ განწყობაზე.

„ჩვენ, სინამდვილეში, გვიყვარს ევროპა. იმდენად გვიყვარს ევროპა, რომ მოვითხოვთ, რომ გააკეთონ ის, რაზეც მათივე ხელმძღვანელობა უარს ამბობს, კერძოდ, იზრუნონ საკუთარ თავზე და იყვნენ უფრო ჭკვიანები“, - აღნიშნა ვენსმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის