კახა კალაძე - ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ეს ყოველდღიური პრაქტიკაა, რაც სამწუხაროა - დებატები არის შესაძლებლობა საზოგადოებამ გაიგოს, რა არის სწორი

დებატები, პოლემიკა ყოველთვის მისასალმებელია - ჩვენთან დამკვიდრებული არის ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება. ეს ყოველდღიური პრაქტიკაა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რაც სამწუხაროა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მისივე თქმით, პოლემიკა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა.

“დებატები, პოლემიკა ყოველთვის მისასალმებელია. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრება და ზუსტად დებატებით არის შესაძლებლობა საზოგადოებამ გაიგოს, რომელი მიმართულება არის სწორი. ჩვენთან დამკვიდრებული არის ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება. ეს ყოველდღიური პრაქტიკაა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რაც სამწუხაროა. ამ წამოწყებას მივესალმებით, მზად ვართ. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია, დებატი”, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ამასთან, კობახიძის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის