დიმიტრი პესკოვი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის ტერიტორია უნდა დატოვოს - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა

რუსეთის დელეგაციამ აშშ-სთან და უკრაინასთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინისგან ინსტრუქციები მიიღო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გუშინ ღამით მათ სახელმწიფოს მეთაურისგან ინსტრუქციები მიიღეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასიდან უნდა გავიდნენ და რომ ეს მოსკოვის მიერ წამოყენებული მნიშვნელოვანი პირობაა.

„რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი, რომ უკრაინამ, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის ტერიტორია უნდა დატოვოს. ისინი იქიდან უნდა გაიყვანონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხის ნაწილი, შესაძლოა, დონბასში ომის დროს დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად გამოიყენონ.

„პუტინმა ასევე თქვა, რომ ის შეიძლება დაიხარჯოს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენაზე. ამ კონტექსტში, ახლა შემიძლია ერთი რამ ვთქვა: დონბასში მდებარე ტერიტორიები საბრძოლო მოქმედებების დროს მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა“, - აღნიშნა პესკოვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის