ანდრეი სიბიგა ვიქტორ ორბანის განცხადებაზე - ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ბატონო ორბან, თქვენი პატრონი მოსკოვში 100 წელს ვერ გაძლებს, თუნდაც მზად იყოთ მას ყველა თქვენი ორგანო შესწიროთ

ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ბატონო ორბან, თქვენი პატრონი მოსკოვში 100 წელს ვერ გაძლებს, თუნდაც მზად იყოთ მას ყველა თქვენი ორგანო შესწიროთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

სიბიგას განცხადება პასუხად მოჰყვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ „მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს“.

„ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ბატონო პრემიერ-მინისტრო. თქვენი პატრონი მოსკოვში 100 წელს ვერ გაძლებს, თუნდაც მზად იყოთ მას ყველა თქვენი ორგანო შესწიროთ. და იმ დღეს, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ამ სათაურს ჩარჩოში ჩავსვამთ უკრაინის პარლამენტში, რათა გვახსოვდეს თქვენი ტყუილები შემდეგი 100 წელი“, - წერს სიბიგა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის