„ფედერალისტები” - რეჟიმი, რომელსაც ეშინია ტროტუარზე მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების, თავადვე ადასტურებს თავის არალეგიტიმურობას

რეჟიმი, რომელსაც ეშინია ტროტუარზე მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების, თავადვე ადასტურებს თავის არალეგიტიმურობას, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ფედერალისტების” განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ვერცერთი კანონი და სასამართლო ვერ წაართმევს მოქალაქეებს იმის უფლებას, რომ უკანონო რეჟიმი გააპროტესტონ“.

„რეჟიმი, რომელსაც ეშინია ტროტუარზე მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების, თავადვე ადასტურებს თავის არალეგიტიმურობას.

მისი გახრწნილი სასამართლო, რომელმაც დღეს ტროტუარზე შეკრებისთვის მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, აღასრულებს არა კანონს, არამედ ამორალურ, უკანონო რეპრესიებს.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, ხოლო საჯარო სივრცე ქართველი ხალხის საკუთრება და არა ივანიშვილის და მისი კრიმინალური რეჟიმის.

ვერცერთი კანონი, ვერცერთი სასამართლო, ვერცერთი პატიმრობა ვერ წაშლის მოქალაქეთა უფლებას, გააპროტესტონ და იბრძოლონ არალეგიტიმური, უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ.

დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქუჩაში პროტესტის გარეშე, რეჟიმი მოქალაქეებს წაართმევს ყველაფერს, რისთვისაც 35 წლის წინ დამოუკიდებელი სახელმწიფო დავაფუძნეთ.

რომ მას არ შეაკავებს არაფერი, იმ ძალის გარდა, რომელსაც ქუჩაში მოქალაქეების ერთიანობა ქმნის.

დიდება თავისუფლებას!”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სასამართლომ, დღეს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად რამდენიმე მომიტინგე ცნო. კერძოდ, მიხეილ ზაქარეიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ლუკა ნაგლიაშვილს - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა აქტივისტ ანი ახმეტელს, რომელიც ასევე სამართალდამრღვევად ცნეს. მათ შსს ტროტუარზე დგომას და მოქალაქეებისთვის გზის შეფერხებას ედავებოდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის