იაგო კაჭკაჭიშვილი - ციხეში ჩასმა ტროტუარზე დგომის გამო აბსურდის ყველა რეკორდს ხსნის - ეს აბსურდი ძალიან კომიკური იქნებოდა, ადამიანების ბედთან რომ არ გვქონდეს საქმე

ციხეში ჩასმა ტროტუარზე დგომის გამო - როგორც თავად ფაქტი და ასევე ამ ფაქტის განმაპირობებელი კანონმდებლობა აბსურდის ყველა რეკორდს ხსნის, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ეს არის დაშინების მექანიზმი და ხელისუფლების განზრახვაა, რომ ხალხი ქუჩაში საერთოდ არ გავიდეს და მშვიდობიანი ფორმებით პროტესტი არ გამოხატოს.

„მორალთან მწყრალად არის ამ ტიპის ქცევა და ამ ქცევის განმაპირობებელი კანონი ინდიკატორია იმისა, რომ ჩვენ ვართ ავტორიტარულ რეჟიმში, რომელიც უკვე დიქტატურის გზაზეა შემდგარი. ამ ლოგიკით თითოეული ჩვენგანი, ვინც აქციებში მონაწილეობდა, ვინც ვდგავართ და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ, თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში. იქ არის ნიუანსები, რომ პოლიცია მოდის, გაფრთხილებს და 15 წუთის ფარგლებში მისი ეს გაფრთხილება უნდა გაითვალისწინო და გადახვიდე, მაგრამ სად უნდა გადახვიდე? ცაში უნდა აფრინდე თუ ტყეში გადაფრინდე? გარეთა სივრცეში თუ გამოხვედი და ისეთ ადგილას გააპროტესტე, სადაც ხალხი მოძრაობს, უკვე საეჭვო ადამიანი ხარ და ციხეში ჩასმას ექვემდებარები. ეს აბსურდი ძალიან კომიკური იქნებოდა, ადამიანების ბედთან რომ არ გვქონდეს საქმე. ეს არის დაშინების მექანიზმი, განზრახვა ასეთია, რომ ხალხი არ გავიდეს საერთოდ და მშვიდობიანი ფორმებით პროტესტი არ გამოხატოს“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ამასთან, როგორც კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის განცხადებები დებატების აუცილებლობაზე კავშირშია ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაჭერასთან.

მისივე თქმით, პრემიერს დებატების თემით „დაჭერების თემის“ განეიტრალება უნდოდა.

„კრიტიკული მედია დღეს საქართველოში სულს ღაფავს იმიტომ, რომ დაფინანსების ლეგიტიმური და ლეგალური წყაროები მოუსპეს, ადამიანები ხელფასს ვერ იღებენ და დახურვის პირას არიან. ასეთ გარემოში დებატებზე ხაზგასმა და აქცენტირება ფარსია. ეს არის ილუზია, ეს არის დაცინვა ქართული საზოგადოების მიმართ. ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი დახურულია საქართველოში და საქართველოში დემოკრატიას დებატები ვერ გადაარჩენს. მე ვფიქრობ, რომ არაფერი ხდება შემთხვევით. დებატებზე განცხადებები აუცილებლად კავშირშია ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაჭერასთან. უნდოდათ, რომ სალაპარაკო თემა ეს გამხდარიყო. უნდოდათ, დღის წესრიგი შეექნათ დებატების თემით და რაღაცნაირად გაენეიტრალებინათ დაჭერების თემა ან გადაეფარათ“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის