შსს - სიცრუე და მანიპულაციაა, თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო შეეფარდა რამდენიმე პირს ადმინისტრაციული პატიმრობა - საუბარია შემთხვევაზე, როცა პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას

ინფორმაცია, თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა არის სრული სიცრუე და მანიპულაცია, რაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც სამართალდამცავებისგან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მანიპულაცია, რაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, როდესაც შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე იმართება. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს კანონით ეკრძალება ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

კონკრეტულ შემთხვევაშიც, ვინაიდან, 2025 წლის 17-18 დეკემბერს, შეკრების მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა სასამართლოს, ამ პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლო სხდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განხილვის დროს წარმოდგენილი და შეფასებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რისთვისაც მათ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები დაეკისრათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის