რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიორგი ვაშაძე მივიდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე გამოხატავენ პროტესტს.

აქციას შეუერთდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელიც პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საპროტესტო პლაკატები წარწერით: „სად უნდა თქვათ, ტროტუარზე დგომისთვის ხალხი დავიჭირეო?”

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საპროტესტო მსვლელობა არ გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს