გიორგი ვაშაძე - დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ სხვანაირად არ შემეძლო, უნდა შევხვედროდი ადამიანებს და მადლობა მეთქვა - მინდა, უფრო მეტად მოვუსმინო ხალხს, ამდენი ხანი ჩუმად არასდროს ვყოფილვარ, მარტო ვიყავი საკანში და ვერავის ველაპარაკებოდი

დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ სხვანაირად არ შემეძლო, უნდა შევხვედროდი ადამიანებს და მადლობა მეთქვა მათთვის იმის გამო, რომ სანამ პოლიტიკოსები საპატიმროში არიან, ისინი აქ, რუსთაველზე დგანან და მიუხედავად ამ წნეხისა, ასე მედგრად და ასე პატრიოტულად იცავენ სამშობლოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, აქციის მისვლის შემდეგ განუცხადა.

ვაშაძის თქმით, ის საპატიმროდან ოპტიმისტური განწყობით გამოვიდა.

„პირველ რიგში, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ არის და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მედგრად იბრძვიან. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. არანაირ სამართლებრივ ნორმაში, არც სამართლიანობაში არ ჯდება ის, რომ ადამიანი ტროტუარზე დგას და ხუთი დღით ციხეში გაუშვა ამისთვის. აღარაფერს ვამბობ იმ გრძელვადიან პატიმრობებზე, რაც არის მისჯილი.

თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი იმდენად ძლიერია, ბევრი საუბარია ერთიანობაზე და მთავარია, რომ საერთო მიზანი გვაქვს. ეს მიზანი არის სამართლიანობა, თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება, განვითარებულ ქვეყნებთან ერთად ყოფნა. ეს საერთო მიზანი რომ გვაქვს, რატომ არ შეიძლება, ორგანიზაციულადაც გავერთიანდეთ?

ძალიან ოპტიმისტური განწყობით გამოვედი. ის სიმტკიცე, ის გამძლეობა, ის თავისუფლება, რასაც ასხივებს ციხეში მყოფი რეჟიმის პატიმარი, ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურია.

დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ სხვანაირად არ შემეძლო, უნდა შევხვედროდი ადამიანებს და მადლობა მეთქვა მათთვის იმის გამო, რომ სანამ ჩვენ საპატიმროში ვიყავით, აქ, რუსთაველზე დგანან და მიუხედავად ამ წნეხისა, ასე მედგრად და ასე პატრიოტულად იცავენ სამშობლოს, რომელიც ასე უყვართ. მადლობა კი არა, პატივისცემა მინდოდა გამომეხატა. მინდა, რომ უფრო მეტად მოვუსმინო ადამიანებს. ამდენი ხანი ჩუმად არასდროს არ ვყოფილვარ, მარტო ვიყავი საკანში და ვერავის ველაპარაკებოდი”, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„იქ რაღაც დებატებზე იყო საუბარი, აგერ, ზურამ (ჯაფარიძე) კობახიძეს უთხრა, მოდიო. მხარს ვუჭერ, დაუჯდეს ზურას კობახიძე დებატებში, რატომ არა, კი ბატონო, დავსხდეთ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვისაუბროთ, პოლიტიკურ პატიმრებზე ვისაუბროთ. აქ ვიყავით, რუსთაველზე, ხალხი რომ სცემეს, რა მოხდა იმის მერე, სად არიან ეს ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა…” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე