ხატია დეკანოიძე - ჩვენი მეზობლები საბოლოოდ ეხსნებიან რუსეთს და ამერიკული ინვესტიციების უდიდესი შანსი ეძლევათ - როცა ჩვენი მეზობლები მშვიდობაზე ზრუნავენ, საქართველოს რეჟიმის საზრუნავი ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დაჭერაა

საქართველო დარჩა მთავარი პროცესების მიღმა. ივანიშვილის რუსულ მაფიოზურ სტრუქტურაში. როცა ჩვენი მეზობლები საკუთარი ქვეყნების მშვიდობაზე ზრუნავენ, საქართველოს რეჟიმის მთავარი საზრუნავია ტროტუარზე დგომისთვის გაშმაგებით ხალხის დაჭერა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დივენსის დაგეგმილ ვიზიტს.

როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოოდ ეხსნებიან რუსეთს და ამერიკული ინტერესების, ინვესტიციების უდიდესი შანსი ეძლევათ.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით თებერვალში ჩავა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა დაწერა, მისი სამშვიდობო დერეფნის გარშემო შეთანხმების დეტალებთან ერთად. როგორც ჩანს, აშშ სომხეთში ნახევარგამტარების წარმოების გაშლას აპირებს (მიწოდების ჯაჭვის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოება მსოფლიოში), ასევე ატომური ელექტროენერგიაზე მსჯელობას.

აზერბაიჯანი ამერიკული სამხედრო წარმოებას შეისყიდის. ჩვენი მეზობლები საბოლოოდ ეხსნებიან რუსეთს და ამერიკული ინტერესების, ინვესტიციების უდიდესი შანსი ეძლევათ. ეს არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია.

საქართველო დარჩა მთავარი პროცესების მიღმა. ივანიშვილის რუსულ მაფიოზურ სტრუქტურაში.

როცა ჩვენი მეზობლები საკუთარი ქვეყნების მშვიდობაზე ზრუნავენ, საქართველოს რეჟიმის მთავარი საზრუნავია ტროტუარზე დგომისთვის გაშმაგებით ხალხის დაჭერა. ამ კატეგორიის ხალხია მმართველობაში“- წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა. ტრამპის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს თებერვალში ეწვევა, რათა სამშვიდობო ძალისხმევისა და „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განვითარებას ხელი შეუწყოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე