კირ სტარმერი - ავღანეთში მოკავშირეების ჯარების მონაწილეობის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადება შეურაცხმყოფელია

ავღანეთში მოკავშირეების ჯარების მონაწილეობის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადება შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დავოსში, Fox News-თან მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ტრამპმა განაცხადა, რომ „ნატო-მ ავღანეთში რამდენიმე ჯარისკაცი გაგზავნა და ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით, ცოტა უკან დარჩნენ“.

„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება შეურაცხმყოფელია და გულწრფელად რომ ვთქვა, საშინელია. არ მიკვირს, რომ ამ სიტყვებმა დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლებს ტკივილი მიაყენა“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

სტარმერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ავღანეთში ომის დროს 457 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

„მსგავსი სიტყვები მე რომ მეთქვა, ბოდიშს აუცილებლად მოვიხდიდი“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება