ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველამ ნათლად უნდა გაიგოს რუსეთიდან მომავალი საფრთხე

რუსებმა, მხოლოდ ამ კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 1 700-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 380-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 69 რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, რუსეთის მთავარი სამიზნეები უკრაინის ენერგეტიკული სექტორი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობებია.

„რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი მასიური თავდასხმა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ არის ყოველდღიურად საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ვაგრძელებთ შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან თანამშრომლობას ჩვენი ცის უფრო ძლიერი დაცვის უზრუნველსაყოფად“, - წერს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, დღეს ვილნიუსში კოორდინაციას ახდენენ ლიეტუვასა და პოლონეთთან.

„ვმუშაობთ ყველა ლიდერთან უკრაინის გასაძლიერებლად. ყველამ ნათლად უნდა გაიგოს რუსეთიდან მომავალი საფრთხე და სწორედ ჩვენი ერები ხვდებიან ამას ყველაზე კარგად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება მტკიცედ დგომაში“, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის