უნგრეთის ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება ანიტა ორბანი, რომელმაც პირობა დადო, რომ ქვეყნის ინტერესებს დაიცავს მოკავშირეების ძიებით და არა მუდმივი ვეტოთი

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტიზას“ ლიდერის, პეტერ მადიარის განცხადებით, ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ანიტა ორბანი უხელმძღვანელებს.

მედიის ინფორმაციით, ანიტა ორბანი გამოცდილი დიპლომატი, ჟურნალისტი და მენეჯერია.

ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უნგრეთში ლონდონიდან, სადაც საერთაშორისო კომპანიაში უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა.

ანიტა ორბანი უნგრეთის პირველი მოქალაქეა, რომელმაც დოქტორის ხარისხი აშშ-ის უძველეს დიპლომატიურ აკადემიაში, ბოსტონის ფლეტჩერის სკოლაში მიიღო.

პეტერ მადიართან ერთობლივ პოდკასტში მან განაცხადა, რომ უნგრეთის ადგილი ევროკავშირსა და ნატო-ში უდავოა და ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკური იზოლაცია მის ეკონომიკურ ინტერესებს აზიანებს.

ანიტა ორბანმა პირობა დადო, რომ უნგრეთის ინტერესებს მოკავშირეების ძიებით და არა მუდმივი ვეტოს გამოყენებით დაიცავს.

შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა