დავით მათიკაშვილი - გამოიკითხებიან კონკრეტული პირები, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებული ფასწარმოქმნის პროცესთან - მაქსიმუმი გაკეთდება, რომ საზოგადოებას მძიმე ტვირთი მოეხსნას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სურსათის ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დგას.

როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხული იქნებიან კონკრეტული პირები, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებული ფასწარმოქმნის პროცესთან.

„საპარლამენტო სესია იწყება, შესაბამისად, დღის წესრიგში მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლავთ სწორედ დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც მთავრობაში მომუშავე კომისიისა და სუს-ის მიერ წარმოებული შესაბამისი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების პარალელურად, დაკავებული იქნება სწორედ ოპტიმალური ფასის დადგენით, დადგენის პროცესში არსებული რეალობის განსაზღვრით. რა თქმა უნდა, გამოკითხული იქნებიან ადამიანები, კონკრეტული პირები, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებული ფასწარმოქმნის პროცესთან. მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს მძიმე ტვირთი მოეხსნას. როგორც პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ასევე საწვავზეც იყო ოპტიმალური ფასი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა. 20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის 1-ლი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფასების საკითხზე შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე