დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია უკრაინაში ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის იმ ფორმულის განხორციელება, რომელიც ანკორიჯის სამიტზე შემუშავდა

ახლა მნიშვნელოვანია უკრაინაში ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის იმ ფორმულის განხორციელება, რომელიც ანკორიჯის სამიტზე შემუშავდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ახლა კი, ყველაფრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის კონკრეტული ფორმულა შემუშავდა ანკორიჯში და ანკორიჯის წინა დღეს. ახლა კი მისი განხორციელება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით „ანკორიჯის ფორმულის“ განხორციელება კონფლიქტის დარეგულირების პროცესში სწრაფ პროგრესს უზრუნველყოფს.

„როგორც კი ეს მოხდება („ანკორაჟის ფორმულის“ განხორციელება), სწრაფი პროგრესი შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა პესკოვმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა