აშშ-ში ზამთრის შტორმს მსხვერპლი მოჰყვა, 900 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აშშ-ში ზამთრის შტორმმა ძლიერი თოვლი და ყინვა გამოიწვია, რის გამოც ასობით ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ათასობით ავიარეისი გადაიდო.

ზამთრის შტორმთან დაკავშირებით გაფრთხილება შეერთებული შტატების აღმოსავლეთ მესამედის უმეტესი ნაწილისთვის გამოცხადდა, რომელიც 118 მილიონ ადამიანს მოიცავს. ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მგზავრობის ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივი შეფერხებები იწინასწარმეტყველა.

ყველაზე ძლიერი თოვლი კვირას კოლორადოს, ილინოისის, ინდიანას, მისურის, ნიუ ჯერსის, ნიუ-იორკის და პენსილვანიის შტატებში დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, ზამთრის ძლიერი შტორმის გამო 900 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ყველაზე მეტად ტენესი, მისისიპი, ლუიზიანა და ტეხასი დაზარალდა.

თოვლის, ყინულისა და ქარის ძლიერმა ტალღამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა საჰაერო მიმოსვლას, რის გამოც მსხვილი ავიაკომპანიები იძულებულნი გახდნენ კვირას დაგეგმილი 11 000-ზე მეტი რეისი გაეუქმებინათ. ამასთან, უკვე გაუქმდა დღეისთვის დაგეგმილი სულ მცირე 2 500 რეისი.

ლუიზიანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის შტორმის გამო ჰიპოთერმიით სულ მცირე ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის ოფიციალური პირების ინფორმაციით კი, ზამთრის შტორმს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

შაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქარიშხალს „ისტორიული“ უწოდა და სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ტენესისში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მერილენდში, არკანზასში, კენტუკიში, ლუიზიანაში, მისისიპში, ინდიანასა და დასავლეთ ვირჯინიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო