ზურაბ ჯაფარიძე - პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე - ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება

პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, მაგრამ პროცესი დაძრული იყო, ვიდრე ციხიდან გამოვიდოდი - საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელსაც, მეტ ნაკლებად, ყველა მსხვილი თუ აქტიური პოლიტიკური ჯგუფი მოაწერს ხელს , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიებს შორის კონსულტაციებთან დაკავშირებით პროგრესი არის.

„რაღაცები კეთდება. ერთი რომ პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, მაგრამ ეს პროცესი დაძრული იყო მანამ, ვიდრე გამოვიდოდი ციხიდან. ვიცი, რომ პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელსაც, მეტ ნაკლებად, ყველა მსხვილი თუ აქტიური პოლიტიკური ჯგუფი მოაწერს ხელს. ცალკე არის კონსულტაციები სამოქალაქო ჯგუფებს შორის, სადაც ასევე, მეც ვარ ჩართული. რამდენიმე ჯგუფის მუშაობაში. საბოლოოდ, ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება ასეთ რეჟიმთან დაპირისპირება. ყოველ შემთხვევაში, გამარჯვებამდე მისვლა გაჭირდება და ბევრ დროს წაიღებს. ეს პროცესები დაძრულია. არ მინდა აღქმა დარჩეს ვინმეს, რომ თითქოს ჩემი ინიციატივაა. ჩემამდე დაწყებული პროცესია, უბრალოდ რაღაცებში ჩავერთე.

ვიცით, რომ ნიკა მელიას მინიმუმ კიდევ ერთი წელი არ უშვებენ, შეიძლება ცოტა ნაკლები. ლაკას [ელენე ხოშტარია] შემთხვევაში, საერთოდ არ ვიცით სასამართლო როდის და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. რაც ვიცოდი ზუსტად არის ის, რომ გიორგი ვაშაძე უნდა გამოსულიყო. ნიკა გვარამია უნდა გამოვიდეს 12 თებერვალს. ადამიანურად არასწორი იქნებოდა მინიმუმ ამ ადამიანების გამოსვლამდე, რომ რაღაც საჯარო განცხადება ყოფილიყო გაკეთებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მინიმუმ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ. ჯაფარიძის შეფასებით, თარგამაძე დილით ადრე იმიტომ არ გამოუშვეს, რომ „მას უბრალოდ აწვალებენ“.

„ახლა არის 11-ის 20 წუთი. მე რომ გამომიშვეს, ზუსტად იყო 9-ის 10 წუთი. ვისხედით ზუსტად ერთი და იმავე ბლოკში, ერთი და იმავე მუხლით, მოსჯილი გვქონდა ზუსტად ერთი და იმავე. გივი იჯდა ზუსტად ჩემს თავზე. მე ვიჯექი 220-ში და გივი იჯდა 320-ში. მე თუ ვიყავი გარეთ 9-ის ათ წუთზე, ახლა გივი რატომ არ არის გარეთ? ერთადერთი ახსნა არის ის, რომ უბრალოდ აწვალებენ მას და მის ოჯახის წევრებს. სხვა მეტი ახსნა არ არსებობს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე