პრემიერი - საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის - 2025 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტმა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება მიიღო.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება. ეს მონაცემი ნათლად ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას.

საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საბაჟო სამსახურის ინსტიტუციურ მხარდაჭერას, ზრუნვას თქვენს ღირსეულ პირობებსა და განვითარებაზე, რადგან თქვენი წარმატება პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ”, - განაცხადა პრემიერმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს