პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ - თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რეჟიმის სისუსტე არ ნიშნავს მის სწრაფ დამარცხებას - ჩვენი ბრძოლა ხანგრძლივია და მოითხოვს მოთმინებას, გონივრულ ნაბიჯებს და მშვიდობიან წინააღმდეგობას

თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რეჟიმის სისუსტე არ ნიშნავს მის სწრაფ დამარცხებას. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოს დასაბრუნებლად ხანგრძლივია და მოითხოვს მოთმინებას, გონივრულ ნაბიჯებს და მშვიდობიან წინააღმდეგობას, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ძალადობაზე, ეკონომიკურ ზეწოლასა და კონტროლზეა დამყარებული.

„ქართული ოცნება” დღეს ქვეყანას სახელისუფლებო პასუხისმგებლობით ვეღარ მართავს. მისი ძალაუფლება, ფაქტობრივად, მხოლოდ ძალადობაზე, ეკონომიკურ ზეწოლასა და კონტროლზეა დამყარებული და ეს ძალაუფლება მცირე ოპონირებასაც კი ვეღარ უძლებს.

ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაკავება არა რეჟიმის სიძლიერეზე, არამედ მის სისუსტეზე მიუთითებს. ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილ საკუთარ მოქალაქეებს საზოგადოების ნაწილად აღარ აღიქვამს და მათ ექცევა, როგორც პირად მტერს.

დღეს “ოცნების” კვაზი-მართლმსაჯულება კანონს აღარ ემსახურება, ის პოლიტიკური შიშის ინსტრუმენტად არის ქცეული განსხვავებული აზრის დასასჯელად.

მიუხედავად ამისა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რეჟიმის სისუსტე არ ნიშნავს მის სწრაფ დამარცხებას. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოს დასაბრუნებლად ხანგრძლივია და მოითხოვს მოთმინებას, გონივრულ ნაბიჯებს და მშვიდობიან წინააღმდეგობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა